კომპანიის პროფილი

banner-company

კავკასლოჯისთიქსი წარმოადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიას. საკუთარი ოფისებისა და მსოფლიოში გამოცდილი, სპეციალიზირებული პარტნიორთა ქსელის მეშვეობით, ჩვენ გთავაზობთ „კარიდან კარამდე“ გადაზიდვებს, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებით,  მცირე სასაქონლო პარტიიდან დაწყებული, საპროექტო, არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების ჩათვლით.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, ხოლო ქ. ფოთში განთავსებულია მისი ფილიალი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ საოპერაციო საქმიანობას საქართველოს მთავარ პორტსა თუ ტერმინალებზე და სხვ. იდეალური მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ოპტიმალურად ვაწარმოოთ სატვირთო ნაკადების გადაზიდვები კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით.

საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტვირთების ექსპედირების სფეროში კვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი გუნდი, თქვენი ტვირთებისათვის შეიმუშავებს სხვადასხვა გადაზიდვის სქემებს – ოპტიმალურად მოკლე დროის შუალედში, ასევე შესაძლებელია საუკეთესო ალტერნატივებისა და სპეციალურად დამკვეთისათვის მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება.  კომპანია მოქნილია შეასრულოს დამკვეთის ნებისმიერი მოთხოვნა  მაღალი ხარისხით,  პროფესიონალიზმითა და სანდოობით, გეოგრაფიული მდებარეობის განურჩევლად, საკუთარი შიდა ხარისხის, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის პროცედურების მეშვეობით.

ჩვენი ინტეგრირებული ლოჯისტიკური მომსახურეობები მოიცავს შმდეგს:

  • გადაზიდვები – საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო

  • საპროექტო გადაზიდვები

  • საპორტო მომსახურებები

  • აგენტირება

  • გემების დაფრახტვა

  • მულტი-მოდალური გადაზიდვები

  • ამწეებით მომსახურება და საინსტალაციო სამუშაოები (გარე რესურსების გამოყენებით)

  • საკონტეინერო გადაზდვები კავკასიაში

  • დაზღვევა

  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება

  • დასაწყობება და დისტრიბუცია

 

კომპანიის მისია:

კავკასლოჯისთიქსის მისიაა, იყოს რეგიონში ინტეგრირებული ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების რჩეული მიმწოდებელი კომპანია, რომლის მომსახურება შეესაბამება და აჭარბებს მომხმარებელთა მზარდ,  ცვალებად მოთხოვნებს.

კორპორატიული ღირებულებები

თანამშრომლებთან დამოკიდებულება:

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული თანამშრომელი, რათა ღრმად გვწამს, ეს უმთავრესი აქტივია კომპანიის  მომსახურების მაღალი ხარისხისა და წარმატებისათვის. ამის გათვალისწინებით ვთავაზოთ მათ გარემოს, რომელიც დაფუძნებულია  გახსნილობის, პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის, ნდობისა და დაფასების პრინციპებზე.  

მომხმარებლებთან დამოკიდებულება:

კომპანია გამუდმებით ცდილობს,  გადააჭარბოს საკუთარი მომხარებლების მოლოდინებს, რაც საოპარაციო სრულყოფის, მუდმივი განვითარების, ინოვაციებისა და მოქნილობის შედეგია.